პრესრელიზი
19 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს “გუდვილი”
ნატო დარჩიაშვილი
PR და რეკლამის მენეჯერი
ფარნავაზ მეფის გამზირი №1
ტელ: 899 51 01 44
კომპანია "გუდვილმა" მედიის წარმომადგენლებს ”გუდვილში” დანერგილი
HACCP-ისა და ISO სტანდარტების საკითხები გააცნო
[PUBLICITY.GE] თბილისი, 19 მარტი, 2009 - 19 მარტს კომპანია "გუდვილმა" ჰიპერმარკეტ ”გუდვილში” მედია ტური და პრესკონფერენცია გამართა.
ღონისძიების მიზანი მედიისათვის კომპანიის მიერ საქართველოში პირველად საცალო გაყიდვებში HACCP-ის სისტემის დანერგვის პრეცენდენტის გაცნობა და "გუდვილში" დანერგილი ISO სტანდარტების საკითხების გაშუქება იყო.
ღონისძიება 12:00 საათზე, "გუდვილის" პიცერიაში სტუმრობით გაიხსნა, სადაც დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ ცნობილ ფრანგ კონდიტერებს, გაეცნოთ და დაეგემოვნებინათ მათ მიერ საოცარი ოსტატობით მომზადებული ორიგინალური პროდუქტები.
ღონისძიების მთავარი ნაწილი - პრესკონფერენცია - 12:30 საათზე "გუდვილის" საკონფერენციო დარბაზში შედგა. კონფერენციაზე ”გუდვილის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს კომპანია "გუდვილის" მიერ დანერგილი სტანდარტების როგორც მენეჯმენტის (ISO), ისე უშუალოდ პროდუქციის (HACCP) ხარისხის კონტროლის საკითხებში.
მედია ტურსა და პრესკონფერენციაში მონაწილეობა 15 მედია საშუალების წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, მათი უმრავლესობა ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებს წარმოადგენდა - გადაცემა ”კაპიტალი” (ტელეკომპანია ”იმედი”), გადაცემა ”ბიზნეს ტაიმი” (ტელეკომპანია ”მზე”), რადიო ”კომერსანტი”, ჟურნალი ”ბიზნეს ნიუსი”, საინფ. სააგენტო GBC და ა. შ., თუმცა HACCP-ის სისტემისა და პროდუქციის უვნებლობის საკითხებით საზოგადოებრივი მედია საშუალებებიც დაინტერესდნენ, მათ შორის გაზეთები - ”საქართველოს რესპუბლიკა”, ”რეზონანსი”, საინფორმაციო სააგენტო ”კავკას პრესი”...
ღონისძიების შედეგად ზემოაღნიშნულმა მედია საშუალებებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ HACCP-ის ფარგლებში "გუდვილმა" დანერგა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც მომხმარებლისთვის წარმოადგენს კომპანიის მიერ წარმოებული და მიწოდებული პროდუქტის/მომსახურების მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისათვის უვნებლობის გარანტიას, რის მაგალითადაც "გუდვილმა" დამსწრე ჟურნალისტებს სპეციალური საჩუქრები გადასცა "გუდვილის" ბულანჟერიის ხაზიდან, რომელიც HACCP-ის სისტემის კრიტერიუმებზეა დაფუძნებული.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ბოლოსთვის საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან HACCP-ის სისტემის დანერგვა აუცილებელი მოთხოვნა იქნება კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის. „გუდვილი" აქაც ინოვატორი კომპანიის იმიჯს არ ღალატობს და ერთ-ერთი პირველი ამკვიდრებს სისტემას ნებაყოფლობით.
"გუდვილი" უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობაში მიღებულ ფრთოსან ფრაზას - ერთგვარ სლოგანს: "Safer food - better business", რაც ნიშნავს უვნებელ სურსათს, პრესტიჟულობას და კომპანიის მომსახურებით სულ უფრო მეტად კმაყოფილ მეტ კლიენტს.
###
HACCP-ის შესახებ:
HACCP-ის (Hazard Analysis - Critical Control Points); საფრთხის ანალიზი - კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სისტემა პირველად გამოყენებული იქნა გასული საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსის ნაციონალური სააგენტოს (NASA) მიერ მთვარის პროგრამაში მონაწილე ასტრონავტებისთვის საკვების დამზადების მიზნით.
მოგვიანებით, 80-იანი წლებიდან, HACCP-მა ფართო გავრცელება პოვა მთელ მსოფლიოში და დღეისთვის ის გამოიყენება როგორც სურსათის უვნებლობის და სტანდარტების სფეროში მოქმედი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის "კოდექს ალიმენტარიუსის კომისიის" (FAO/WHO Codex Alimentarius Commission) ძირითადი სახელმძღვანელო სისტემა. HACCP-ის სტანდარტები დანერგილი აქვთ მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს: Procter&Gamble, DANON-PARMALAT, British American Tobacco, Chivas Brothers, Bacardi-martini limited.
HACCP-ის სისტემის დანერგვა ნიშნავს იმას, რომ წარმოების მთლიანი ციკლის განმავლობაში - ნედლეულის შესყიდვიდან მზა პროდუქციის რეალიზაციამდე, თითოეულ ეტაპზე ხორციელდება მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა, ანალიზი უკეთდება ამ რისკებიდან მოსალოდნელი საფრთხის (მიკრობიოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური) მოხდენის ალბათობას და მიიღება ზომები მათი პრევენციის ან მისაღებ დონემდე შემცირების მიზნით.
იმისათვის, რომ კომპანიამ HACCP-ის მეთოდები დანერგოს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ISO-ს შესახებ:
მსოფლიო ეკონომიკის ყველა
სექტორის წამყვანი კომპანია ბიზნესურთიერთობის დასამყარებლად ირჩევს
ISO სერთიფიკატის მქონე ორგანიზაციას, რაც
მის კონკურენტულ უპირატესობაში აისახება. ISO 9001:2008 სერიის ხარისხის
მენეჯმენტის სისტემის სტანდარტები წარმოადგენს ჩარჩო კონვენციას
თანამედროვე ბიზნეს-სამყაროში კომერციული მიზნების ეფექტურად
მიღწევისათვის.
ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე სისტემები, რომლებიც ISO 9001:2008
სტანდარტების შესაბამისად არის დანერგილი, ნიშნავს რომ კომპანიის
სამოქმედო სტრატეგია გარანტირებულად გულისხმობს: